პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

28-07-2023 05:54
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 713

საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულთაგან ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე