პრეზიდენტმა ალიევს მიულოცა პრეზიდენტად არჩევა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტმა ალიევს მიულოცა პრეზიდენტად არჩევა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

12-02-2024 07:41
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წერილი 9 თებერვალს გაიგზავნა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტი სახელისუფლებო პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს.

პოსტი ნახა: 313


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე