ქუთაისში, კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა - დაშავებულია 2 ადამიანი

ქუთაისში, კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა - დაშავებულია 2 ადამიანი

16-09-2024 09:09
პოსტი ნახა: 303

ქუთაისში, კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ავზი სახურავიდან სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო გადმოვარდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე