რა გაიაფდა აპრილში ყველაზე მეტად

რა გაიაფდა აპრილში ყველაზე მეტად

02-05-2024 08:07
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 1.5 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 % იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3% განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს აპრილში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა ხახვი, ანტიბიოტიკები და წიწიბურა.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-10 გაიაფებული პროდუქტის ჩამონათვალს:

  • ხახვი - 39%
  • ანტიბიოტიკები - 36%
  • წიწიბურა - 34%
  • კარტოფილი - 30%
  • ლიმონი - 22%
  • ტელევიზორი - 21%
  • მზესუმზირის ზეთი - 20,5%
  • ნათურა - 19%
  • კიტრი - 18%
  • ელექტროყავადანი - 17%
პოსტი ნახა: 122


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!