რა ცვლილებები ამოქმედდება მართვის მოწმობის გამოცდებზე 1-ელი სექტემბრიდან – დეტალები

რა ცვლილებები ამოქმედდება მართვის მოწმობის გამოცდებზე 1-ელი სექტემბრიდან – დეტალები

22-08-2023 06:17
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მართვის მოწმობის გამოცდაზე, პრაქტიკული ნაწილის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება შემდეგი დავალებები მისცენ:

„B“ კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:

განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა
განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა
განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა
განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა
განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ
განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა
განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა
განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა
განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა
განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა
განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა
განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია
განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე
განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში
განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში
აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე
აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი
აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა
აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე
აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი
„BE“ კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:

განმარტოს, როგორ უნდა დაიტვირთოს და დამაგრდეს ტვირთი უსაფრთხოდ მისაბმელზე
განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში
განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში
განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა
განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა
აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა
აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე
აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის კარი სანდოდ და უსაფრთხოდ დაკეტილი
„C“ და „D“ კატეგორიების/„C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების საგამოცდო ავტომობილებზე:

განმარტოს, უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის დროს
განმარტოს, როგორ მოწმდება შუქამრეკლების გამართული მუშაობა
განმარტოს, როგორ მოწმდება საქარე მინისა და ფანჯრების მდგომარეობა
განმარტოს, როგორ მოწმდება საშხეფარების (ფრთები) გამართულობა სატრანსპორტო საშუალებაზე
განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში
განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში
განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში
განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის მდგომარეობა
განმარტოს, როგორ მოწმდება ავტომობილის ძარის გამართულობა
განმარტოს, როგორ მოწმდება ჰაერის სათანდო წნევა სამუხრუჭე სისტემაში
განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა
განმარტოს, როგორ მოწმდება, რომ თვლების ქანჩები სათანადოდ არის მოჭერილი
განმარტოს, როგორ მოწმდება სატრანსპორტო საშუალების დაკიდების სისტემის მდგომარეობა
განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა
განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა
განმარტოს, როგორ მოწმდება ფარების მწყობრში ყოფნა
განმარტოს, როგორ გამოიყენებს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ამწე მექანიზმს
განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა
განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა
განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა
განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვამდე
განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა მაჩვენებელი უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვის შემდეგ
აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი
აჩვენოს, როგორ მოწმდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი, მათ შორის, სატვირთო განყოფილების კარი, არის დახურული
აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა საჰაერო სისტემაში გაჟონვა
აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე
აჩვენოს, ტაქოგრაფში როგორ გამოცვლის მონაცემების აღრიცხვის მატარებელს
აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე
შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდა.

პოსტი ნახა: 539


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!