რამ დააჩქარა ეკონომიკის აღდგენა? – თურნავა 3 ფაქტორს ასახელებს

რამ დააჩქარა ეკონომიკის აღდგენა? – თურნავა 3 ფაქტორს ასახელებს

10-03-2023 06:29
კატეგორიები: ეკონომიკა

2021 წლის გაზაფხულიდან ეკონომიკის გახსნა, ბიზნესის დაფინანსება და მშვიდობა-სტაბილურობა – ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომელმაც გასული წლის ეკონომიკური აღდგენის დაჩქარება გამოიწვია. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„პირველ რიგში, რაც გავაკეთეთ, ესაა ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომელიც გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თაოსნობით მივიღეთ – ეს შეეხება დაბალანსებულ მიდგომას და გავხსენით ეკონომიკა ანუ კოვიდთან ბრძოლა, ძირითადად, ვაქცინაციის ხარჯზე გადავიტანეთ. ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა და მთავარი მიმართულება ვაქცინაცია და წესების დაცვა გახდა და არა რომელიმე დარგის ჩაკეტვა, ეს პირველი და უმთავრესი გადაწყვეტილება იყო, რის შემდეგაც აპრილიდან ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყო.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესის და მცირე ბიზნესის განვითარების პროექტებია, იგივე „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის და ინოვაციური პროექტების განვითარება, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ეს მზარდი ეკონომიკის პირობებში მზარდი გადასახადების გადახდის კვალობაზე გახდა შესაძლებელი.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი მშვიდობა და სტაბილურობაა და ეს ასე იქნება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პოსტი ნახა: 351


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!