კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდია ერთჯერადი ხასიათის იყო – ხუციშვილი

კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდია ერთჯერადი ხასიათის იყო – ხუციშვილი

10-03-2023 06:28
კატეგორიები: ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილი განცხადებით, კუმუნალურ გადასახადებზე გასულ წელს მოქმედი სუბსიდია ერთჯერადი ხასიათის იყო. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, სახელმწიფოს სუბსიდიის პროგრამ თავი ამოწურა.

“სუბსიდია გარკვეულწილად ერთჯერადი ხასიათის იყო, რომლის ვადაც ამოიწურა. ჩვენს შემთხვევაში სუბსიდიებიც და დამხმარების პროგრამებიც ყოველთვის მიზნობრივია. ამასთან, იმაზეა ორიენტირებული რომ მიზნობრივად და ეფექტიანად იქნას გამოყენებული ესა თუ ის სუბსიდია თუ დახმარება და ის მიიღონ იმ კატეგორიის ადამიანებმა, როლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მას. შესაბამისად, ყველა ტიპის სუბსიდია, რომელიც ქვეყანაში გამოიყოფა სწორედ ამისკენ არის მიმართული და მომავალშიც ასე იქნება,” – აცხადებს ხუციშვილი.

საქმე ის არის, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან სემეკ-მა (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია) საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაამტკიცა, თუმცა მთავრობამ საყოფაცხოვრებო და კომერციული აბონენტების ნაწილის ტარიფი დაასუბსიდირა და მომატებული ხარჯი ბიუჯეტიდან დაფარა. აღნიშნული სუბსიდირების პროგრამა კი გასული წლის ბოლოს დასრულდა. შესაბამისად, მოსახლეობას და კერძო სექტორს, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედებული ტარიფის გადახდა მოუწევს.

კერძოდ, “თელმიკოს” და “ენერგო-პროს” ქსელებში მატება თითოეულ კატეგორიაზე 3.5 თეთრით განისაზღვრა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტარიფების მატება მოსახლეობის ჯიბეზე რომ არ გადასულიყო, სახელმწიფომ სუბსიდირების ახალი პროექტი დაიწყო, რომლითაც ახალ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა დააფინანსა. ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 300 კილოვატამდე დენს მოიხმარდა, 3.5 თეთრი ბიუჯეტიდან უფინანსდებოდა. ეს ერთ აბონენტზე თვეში მაქსიმუმ 10.5 ლარი იყო. “თელასის” ქსელში ჩართულმა 456 ათასმა აბონენტმა, თვეში დენის ტარიფზე საშუალოდ 4.16 ლარის სუბსიდია მიიღო, “ენერგო-პროს” 809 ათასმა აბონენტმა კი თვეში საშუალოდ 3.70 ლარის

პოსტი ნახა: 327


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!