რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლეტების და მოპედების გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლეტების და მოპედების გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა

18-07-2024 10:17

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში ( BUS LINE) მოტოციკლეტების და მოპედების გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო წესით მომზადებული „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები პარლამენტის წევრმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მოტოციკლეტების და მოპედების ე.წ. ბას ლაინზე გადაადგილების შემდეგ საგზაო შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაუმჯობესდა. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს - თბილისის მუნიციპალიტეტს უფლებამოსილება ემატება განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან - ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, შესაძლებელია მოტოციკლს ან/და მოპედს მიენიჭოს.

კომიტეტის თავმჯდომარის კახა კახიშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი სიახლეა მოტოციკლეტების და მოპედების მფლობელებისთვის, თუმცა ამასთანავე, ინიციატივა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.

მისივე თქმით, ე.წ. ბას ლაინებში მოპედების და მოტოციკლების მოძრაობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას შეაფერხებს და იმ დანიშნულებას, რაც სწრაფ და უსაფრთხო მოძრაობას გულისხმობს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებები მისაღებია, თუმცა მეორე მოსმენისთვის კანონპროექტის ავტორებისგან და იმ უწყებებისგან, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას ახორციელებენ, უფრო დეტალური მოსაზრება გვჭირდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტთა პაკეტს, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პოსტი ნახა: 64


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!