Reuters - რომის პაპმა ნაციონალისტური პოლიტიკური მოძრაობები გააკრიტიკა

Reuters - რომის პაპმა ნაციონალისტური პოლიტიკური მოძრაობები გააკრიტიკა

08-06-2025 20:25
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 217

რომის პაპმა ნაციონალისტური პოლიტიკური მოძრაობები გააკრიტიკა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო ქადაგებისას ღმერთს „საზღვრების გახსნა, კედლების დანგრევა და სიძულვილის განდევნა“ სთხოვა.

„ცრურწმენების ადგილი არ არის, „უსაფრთხო ზონებისთვის“, რომლებიც მეზობლებისგან გვაშორებს, იზოლაციონისტური აზროვნებისთვის, რომელთა აღზევებაც ახლა, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნაციონალიზმში ვხედავთ“, - განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსნებთ, რომის პაპ ლეო XIV-ს ინაუგურაცია 18 მაისს გაიმართა. ის ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე