რიკოთის გზა სრულად 2024 წელს გაიხსნება - მინისტრი

რიკოთის გზა სრულად 2024 წელს გაიხსნება - მინისტრი

30-10-2023 05:56
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 2024 წელს რიკოთის გზა მთლიანად გაიხსნება. ამის შესახებ მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განაცხადა.

„მთლიანობაში, 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა, დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდება. გეგმის შესაბამისად, 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება მთლიანად რიკოთი. ვადებს რაც შეეხება, მე ჯერ კიდევ 2018 წელს ვამბობდი, რომ რიკოთის ვადებთან დაკავშირებით 2020 წელს რიკოთის აღმოსავლეთ-დასავლეთ გზის დასრულება იყო ზედმეტად ოპტიმისტური.

ვადები არის იმ სახელშეკრულებო პირობებში, რომლებიც გაფორმებულია. საუბარი იმაზე, რომ რაღაცა უფრო ადრე, ან გვიან განხორციელდა, არის არარელევანტური, ყველაფერი გაწერილია შესაბამისი სახელშეკრულებო მუხლებით. ყველა გარემოება, რომელიც ხელშემწყობი, ან ხელშემშლელია, გათვალისწინებულია და ამდაგვარად ხდება ვადის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

პოსტი ნახა: 224


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!