რუსეთის საგარეო უწყება - დასავლეთის ქვეყნები საქართველოზე აშკარა ზეწოლას ახორციელებენ

რუსეთის საგარეო უწყება - დასავლეთის ქვეყნები საქართველოზე აშკარა ზეწოლას ახორციელებენ

04-08-2023 08:11
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

დასავლეთის ქვეყნები საქართველოზე, რუსეთთან დიალოგის საკითხზე აშკარა ზეწოლას ახორციელებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ აშკარა ზეწოლას თბილისზე, მიუხედავად იმისა, რომ არც ავიამიმოსვლა და არც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სხვა კომპონენტები არსებულ სანქციების რეჟიმს არ არღვევს“ , - აღნიშნა გონჩარმა.

მისი თქმით, რუსეთი მის წინააღმდეგ დაწესებული „არალეგიტიმური" სანქციების ექსტერიტორიული გამოყენების მცდელობას სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

„არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების ექსტერიტორიული გამოყენების მცდელობებს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებსა და მესამე ქვეყნებთან მათ ურთიერთობებში ჩარევად განვიხილავთ“, - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენისა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება "ქართველ და რუს ხალხებს შორის კონტაქტების ხელშეწყობის, მოსკოვსა და თბილისს შორის ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის საჭიროებიდან გამომდინარე" მიიღო და რომ მოსკოვი კვლავაც ამ მოსაზრებებით იხელმძღვანელებს.

პოსტი ნახა: 390


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!