რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია - „საქართველო დადექი“ გაიმართება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია - „საქართველო დადექი“ გაიმართება

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 209

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება ლოზუნგით: „დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“.

“საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება — და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი — ციხეში.

დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა — ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების”, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე