საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება

14-10-2024 08:49

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაუშვა.

„მალე ჭალის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 121 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. დაგეგმილია კიდევ 12 ფილიალის გახსნა - თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, თბილისში (გლდანში), მცხეთაში, ჭალაში, ზოტში, ტოლებში, შროშაში, ცაიშსა და ორპირში. რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 სოფელში მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება.

უშუალოდ იმერეთის რეგიონში 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. დასრულებულია და უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის ფილიალები; რეგიონის 15 სოფლის მოსახლეობას მომსახურებას მობილური იუსტიციის სახლი აწვდის.

ჭალაში იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 33


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!