საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე

26-12-2023 06:24
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

წელს პრეზიდენტი არ იყო მოწვეული - ელჩების კონფერენცია აწყობილი იყო ლოგიკით, რომ ხელისუფლების ორი შტო: საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი, რომელიც ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდა შედეგის მისაღწევად და შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი ბრძანდებოდა და მიმართეს ელჩებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ელჩების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი შარშანდელ კონფერენციაზე იყო მოწვეული, თუმცა მან მონაწილეობა არ მიიღო.

„წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შესაბამისად, ელჩების წლევანდელი კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას - შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელ კონფერენციას როგორც გითხარით ფორმატი ჰქონდა შემდეგი და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო განზომილება, რომელიც მთავარი ხელისუფლების შტოა, რომელიც მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ, ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი“, - განაცხადა მინისტრმა.

პოსტი ნახა: 203


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!