სამების საკათედრო ტაძარში საღებავი შეასხეს წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურებს.
მანამდე, შესაბამისი ვიდეომასალა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სავარაუდოდ, საღებავია შესხმული.
ჯერ-ჯერობით უცნობია მომხდართან დაკავშირებით რა რეაგირება მოახდინა საპატრიარქომ.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.