სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალდება მოეხსნა და პატიმრობიდან გათავისუფლდა

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალდება მოეხსნა და პატიმრობიდან გათავისუფლდა

16-04-2024 05:47
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 300

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.

მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულს ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე