საპატრიარქო უმცირესობების საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას მოითხოვს

საპატრიარქო უმცირესობების საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას მოითხოვს

07-07-2023 06:44
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქომ კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა მიდგომა იმ მოვლენებზე, რომელიც ლგბტ+ კვირეულს ეხება. მისივე თქმით, ეს საკითხი და ლგბტ+ თემების ბავშვებში პროპაგანდა იწვევს პოლარიზაციას და მისი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება აუცილებელია. "ჩვენი საზოგადოება ამას ვერ შეეგუება, არ არის მზად და არც არასდროს დადგება მსგავსი მზაობა, ეს საკითხი განსაკუთრებით სამოქალაქო მშვიდობას უქმნის საფრთხეს და იწვევს უკიდურეს პოლარიზაციას, ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილად მიგვაჩნია. ამ ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ერთად ვქმნიდით თანაცხოვრების კულტურას, რომელშიც სიღრმისეულად არის გამჯდარი ურთიერთპატივისცემაც, ურთიერთმიმღებლობაც, ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არასდროს არავის მოვუწოდებთ ძალადობისაკენ", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
პოსტი ნახა: 636


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!