საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს

საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს

22-01-2024 07:21
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

უამინდობის გამო, საქართველოს რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

გუდაური-კობის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვები მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე, ავტოტრანსპორტისათვის. მოძრაობას  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აკონტროლებს. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით,  უღელტეხილზე მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რამაც შეზღუდვების დაწესება გამოიწვია. გზა მძიმე ტექნიკით გაიწმინდა და დაიყარა ტექნიკური მარილი.  

პოსტი ნახა: 190


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!