საქართველოს რუსული ხორბალი და ფქვილი გაუიაფდა - რა მოცულობის პროდუქტს ვყიდულობთ ჩრდილოეთში

საქართველოს რუსული ხორბალი და ფქვილი გაუიაფდა - რა მოცულობის პროდუქტს ვყიდულობთ ჩრდილოეთში

25-01-2024 07:30
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რუსული ხორბლისა და ფქვილის ფასი მსოფლიოს ანალოგიურად, საქართველოშიც მცირდება. კერძოდ, 2023 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 28,5%-ით გაიაფდა რუსული ფქვილის იმპორტი, 27%-ით კი ხორბლის.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთში 56,239 მლნ დოლარის ღირებულების 217 546 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა (ტონა საშუალოდ 259 დოლარად), წინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 61,760 მლნ დოლარის 174 109 ტონა (საშუალო ფასი ტონაზე 354,7 დოლარი).

რაც შეეხება ფქვილს, 2022 წელს რუსეთში 66,768 მლნ დოლარის ღირებულების 179 743 ტონა ფქვილი ვიყიდეთ (ტონა საშუალოდ 371,4 დოლარი), გასული წლის 12 თვეში კი 35,922 მლნ დოლარის ღირებულების 135 349 ტონა (საშუალო ფასი ტონაზე 265,4 დოლარი).

პოსტი ნახა: 171


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!