საქართველოში დღეს, კიდევ ერთი, მესამე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს, კიდევ ერთი, მესამე მიწისძვრა მოხდა

30-03-2024 12:08
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 602

საქართველოში დღეს, 18 საათსა 30 წუთზე, მესამე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ისევ რაჭაში, ქალაქ ონთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კმ-ში მდებარე სოფელი ირი იყო.

ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა ან დაზიანება არ გამოუწვევია.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ ბიძგები ასევე იგრძნობოდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, თეროჯალაში, საჩხერეში და ტყიბულში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე