საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 18.4%-ით გაიზარდა და ერთ შინამეურნეობაზე (ოჯახზე) 1 722 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 20.5%-ით გაიზარდა და 521 ლარს გაუტოლდა.
ამასთან ოჯახების საშუალო ყოველთვიურმა ხარჯებმა 16.7%-ით იმატა და 1,649 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 18.7%-ით გაიზარდა და 499 ლარს გაუტოლდა.
უფრო დეტალურად საქსტატის გამოკვლევის შედეგები იხილეთ: bm.ge