საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 166 მამაკაცს აქვს - რამდენია ქალი

საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 166 მამაკაცს აქვს - რამდენია ქალი

02-04-2024 10:35
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოში მარტოხელა მამის სტატუსი 165 ადამიანს აქვს, ხოლო ერთი მამაკაცი არის მშვილებელი - ამის შესახებ აღნიშნულია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილისადმი გაგზავნილ პასუხში.

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში მარტოხელა მშობლის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 762 ადამიანს, აქედან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯამში 166 არის მამრობითი სქესის წარმომადგენელი.

რაც შეეხება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 582 ქალს, 14-ს კი მშვილებელი ქალის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ მიენიჭა 2 518 ქალს და 110 მამაკაცს.

პოსტი ნახა: 238


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!