„საქსტატი“ - 2023 წლის 6 თვეში ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული

„საქსტატი“ - 2023 წლის 6 თვეში ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული

15-09-2023 09:37
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული.

რეგიონების მიხედვით, როგორც ქორწინების (3 057), ისე განქორწინების (2 332) მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს. მეორე ადგილზეა იმერეთი ქორწინების 1 614, ხოლო განქორწინების 1 182 მაჩვენებლით.

სხვა რეგიონების მონაცემები კი ასეთია: ქვემო ქართლი - ქორწინება 1304, განქორწინება 651; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - ქორწინება 987, განქორწინება 541; კახეთი - ქორწინება 777, განქორწინება 479; გურია - ქორწინება 289, განქორწინება 168; მცხეთა-მთიანეთი - ქორწინება 201, განქორწინება 118. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ქორწინება 87, განქორწინება 48; სამეგრელო და ზემო სვანეთი - ქორწინება 950, განქორწინება 754; სამცხე - ჯავახეთი - ქორწინება 428, განქორწინება 144; შიდა ქართლი - ქორწინება 672, განქორწინება 411.

პოსტი ნახა: 490


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!