„საქსტატი“ - 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.0% შეადგინა

„საქსტატი“ - 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.0% შეადგინა

29-11-2024 16:51
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 874

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.

„2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა”- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე