სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა, მათგან ერთი საქართველოს, მეორე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა, მათგან ერთი საქართველოს, მეორე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

19-07-2024 08:43

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა, მათგან ერთი საქართველოს, მეორე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე - 1981 წ. დაბადებული თ.ე და 1986წ. დაბადებული მ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 73


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!