სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ოთხი პირი კი დაშავდა

სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ოთხი პირი კი დაშავდა

12-08-2024 08:01

სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ოთხი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 25 წლის ქალი დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით მსუბუქი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პოსტი ნახა: 66


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!