შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება - ეს დეზინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ან მისმა დონორმა - შვედეთის საელჩომ

შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება - ეს დეზინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ან მისმა დონორმა - შვედეთის საელჩომ

07-11-2024 09:10

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება - ეს დეზინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ან მისმა დონორმა - შვედეთის საელჩომ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ახლა შვედეთის საელჩოს შესაძლებლობა აქვს, რომ „პასუხისმგებლიანი დონორის სახით“ მოიქცეს.

„თითქოს დუბლირება და ერთი პირადობის მოწმობით სხვადასხვა ადგილზე ხმის მიცემა იყო შესაძლებელი, ეს დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პირით, რომლებიც დამკვირვებლების სახით წარმოდგენილი იყვნენ და შემდეგ სხვადასხვა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ამ ყველაფრის ახსნა გვიწევს. იმდენად გააჯინეს რაღაც ტყუილები, მათ შორის უცხოელებშიც, რომ გვიწევს ახსნა, რომ ტექნიკურად რაღაც შეუძლებელია. ამიტომ პასუხისმგებლობა [ეკისრებათ] არა ამ „ენჯეოებს“- ISFED-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“-ს, [არამედ] პასუხისმგებლები არიან მათი დონორები, რომლებიც ამ დეზინფორმაციულ ნარატივებს საქართველოს წინააღმდეგ აფინანსებენ. ზუსტად, მათი პასუხისმგებლობაა!

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება, ეს დეზინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ან მისმა დონორმა - შვედეთის საელჩომ, გამოვიდეს და ეს დეზინფორმაცია უარყოს. ზუსტად, ასეთი დეზინფორმაციებია, რომელიც შემდეგ [ვრცელდება] საზღვარგარეთ მათივე სამინისტროებში და აქეთ გვეკითხებიან შემდეგ - რა არის სიმართლე და ტყუილი. აი, ახლა შვედეთის საელჩოს შეუძლია მოიქცეს პასუხისმგებლიანი დონორის სახით და არა ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც აქამდე იქცეოდა და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მოუწოდოს, რომ ეს დეზინფორმაცია უარყოს ან შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდეს და თავად უარყოს ეს დეზინფორმაცია, ვინაიდან მათმა ფულმა და დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა, რომ ეს ტყუილი საქართველოში, თუ მის საზღვრებს გარედ ვრცელდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოსტი ნახა: 29


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!