შალვა პაპუაშვილი ტაჯიკეთის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ტაჯიკეთის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ტაჯიკ კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა, რაც საპარლამენტო კავშირების გაღრმავებისთვის კარგი შესაძლებლობაა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორივე საკანონდებლო ორგანოში მეგობრობის ჯგუფების ახლო მომავალში ფორმირების მნიშვნელობაზე. აგრეთვე აღინიშნა კომიტეტებს შორის კავშირების დამყარების მზაობა.

ფაიზალი იდიზოდამ შალვა პაპუაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში მიიწვია.

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

პოსტი ნახა: 142


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე