შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოვლინდა

შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოვლინდა

14-10-2023 06:58
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 475

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების თქმით, სენტ-ვინსენტი და გრენადინების, ლატვიისა და ბელიზის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.

"ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა აღნიშნულ ფაქტზე, თითოეულ სამართალდამრღვევებს 65 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა", - წერია განცხადებაში. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე