საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში, თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალურმა ხელფასმა 1 855.4 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3%-ით (260.4 ლარით) მეტია.
რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს რეგიონების მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში, ასე გამოიყურება:
- თბილისი - 2 160,6 ლარი
- მცხეთა-მთიანეთი - 1 624,5 ლარი
- აჭარა - 1 617,7 ლარი
- ქვმო ქართლი - 1 472,6 ლარი
- იმერეთი - 1 265,8 ლარი
- სამცხე-ჯავახეთი - 1 239,2 ლარი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 215,9 ლარი
- გურია - 1 167, 4 ლარი
- შიდა ქართლი - 1 165,4 ლარი
- კახეთი - 1 160,1 ლარი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 946,4 ლარი.