შსს - იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები  არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ

შსს - იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები  არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ

15-04-2024 14:08
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 323

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

„სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, - წერია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე