შსს-ს თანამშრომლებმა კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

შსს-ს თანამშრომლებმა კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

16-06-2024 06:04

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის
დეპარტამენტის თანამშრომლები, საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ
ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების
წარმომადგენლებთან ერთად - გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის,
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1100-ზე მეტ
მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციისა და
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს
შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი რეგულაციებისა და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
„შეხვედრების ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა, სახელმწიფოში მოქმედი
რეფერირების პროცედურების ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების
მნიშვნელობას.

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სკოლის
მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული
ესეების კონკურსის შესახებ, რომლის გამოგზავნაც შესაძლებელია
[email protected] ელექტრონულ ფოსტაზე, 2024 წლის 26 ივნისის
ჩათვლით. ასევე, გადასცეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით
დამზადებული ბრენდირებული საჩუქრები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 117


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!