"სიღარიბის მაჩვენებელი დაბალი არაა, თუმცა უნდა შევხედოთ, სად ვიყავით" - ფინანსთა მინისტრი

"სიღარიბის მაჩვენებელი დაბალი არაა, თუმცა უნდა შევხედოთ, სად ვიყავით" - ფინანსთა მინისტრი

21-02-2024 08:40
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

დიახ, ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ უნდა შევხედოთ, სად ვიყავით და სად ვართ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ ახლა სიღარიბის მაჩვენებელი არის 15% და განახევრებულია ასევე უმუშევრობის დონე, მთავრობის წარმატებული რეფორმების შედეგია.

„უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებლების ერთ წელიწადში რადიკალურად გაუმჯობესება შეუძლებელია. ამის მაგალითები მსოფლიოში არ არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ არის სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ მაღალი, რომელიც დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია და დიახ, ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი, ჩვენ უნდა შევხედოთ, სად ვიყავით და სად ვართ. სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო და ის განახევრებულია. ასევე უმუშევრობის მაჩვენებელი, როდესაც იყო 26% და მცირდება 15%-მდე, ეს არის წარმატებული რეფორმების შედეგი. როდესაც ვკითხულობთ რატომაა 15%, იმიტომ რომ ორჯერ შემცირდა ინფლაცია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, გასული წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული კვარტალურად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სავარაუდოა, რომ იგივე ტენდენცია იქნება წლიურ ჭრილშიც და 2023 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 16-16.5%-ის ფარგლებში დაფიქსირდება, რაც ასევე 2010 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებელს, საქართველოში 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურმა მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა. ეს 2021 წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2023 წლის სიღარიბის მაჩვენებელს საქსტატი მაისში გამოაქვეყნებს.

პოსტი ნახა: 213


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!