სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 8-მდე  გაიზარდა

სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 8-მდე  გაიზარდა

07-02-2024 13:40
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

პოსტი ნახა: 226


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!