გურჯაანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ- ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა. მსუბუქი ავტომრბოლი ეზოში მყოფ ორ ქალს დაეჯახა, შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.