სომხეთის პრემიერი საქართველოში მოლაპარაკებების შესახებ ალიევის შეთავაზებას პასუხობს

სომხეთის პრემიერი საქართველოში მოლაპარაკებების შესახებ ალიევის შეთავაზებას პასუხობს

11-10-2023 05:35
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების ადგილად საქართველოს განხილვის შესახებ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეთავაზებას ეხმიანება. სომხურ მედიასთან საუბრისას ფაშინიანი აცხადებს, რომ ახლა, როდესაც ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც თავისი არსით გარკვეული ჩარჩოებია დადგენილი, აზერბაიჯანი სხვა პლატფორმის შეთავაზებასაც ცდილობს, რაც სხვა ფორმატზე გადასვლად შეიძლება ინტერპრეტირდეს. ფაშინიანი აცხადებს, რომ შესაძლოა, ამგვარად მას [ალიევს] უკვე შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზება სურს.

„გრანადაში გაიმართა შეხვედრა  და ევროკავშირის პლატფორმაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პრინციპები დაფიქსირებული იყო, როგორც ჩვენი, ისე ევროკავშირის მხრიდან. გასაგებია, რომ როდესაც ბრიუსელში ვხვდებით, საუბარი ამ პრინციპების ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა წარიმართოს, რომლებზეც მე ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის ინტერესებს ითვალისწინებს. სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანმაც ისინი მიიღო. და ახლა როდესაც ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც ჩვენ გარკვეული ჩარჩოები გვაქვს, ეს შეიძლება ისე განვიხილოთ, რომ აზერბაიჯანს სხვა პლატფორმაზე გადასვლის უკვე შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზება სურს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერი შიშობს, რომ ფარული გეგმები შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ყველაფერი ძალის გამოყენების, ახალი ომითა და ესკალაციით დასრულდეს. „ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი ნებისმიერი საუბრის, თუმცა ჩვენ იმ ლოგიკას ვეწინააღმდეგებით, რომელიც უკვე არსებული შეთანხმების პრინციპებიდან გამოგვიყვანს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 8 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო მზადაა სომხეთთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, რისთვისაც სომხეთის თანხმობაა საჭირო. თავის მხრივ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეთანხმება იმას, რომ მშვიდობიანი შეთანხმება სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას განაპირობებს.

პოსტი ნახა: 322


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!