სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ხელფასი, 2024 წლის ივლისიდან გაიზრდება

სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ხელფასი, 2024 წლის ივლისიდან გაიზრდება

24-11-2023 09:37
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რა ხდება: სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა.

დეტალები: გიორგი ამილახვარის თქმით, დეზინფორმაციაა, რომ 2024 წლის სექტემბრამდე მასწავლებელების ხელფასის გაზრდა არ იგეგმება.

ის ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში მასწავლებლების ხელფასი "უპრეზედენტოდ გაიზრდება".

"ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა", — თქვა ამილახვარმა. 

პოსტი ნახა: 379


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე