ძაღლს, რომელსაც თავის ქალას დაზიანებები ჰქონდა, ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ის უკვე დამოუკიდებლადაც სუნთქავს.
„ოპერაციის შემდგომ ენდოტრაქეული მილი აღარ დასჭირდა, სუნთქავს დამოუკიდებლად, თუმცა ჟანგბადი მაინც მიეწოდება. სიცხე 39 (ძაღლებში ნორმაა), თვალები გაცილებით ჩაუცხრა, შეშუპება გაუნახევრდა. რეაგირებს ხმაურზე, მგრძნობელობა აქვს კიდურებზე. უტარდება სრული მედიკამენტოზური მკურნალობა. ველოდებით სუნთქვის დასტაბილურებას. ასაკით ოთხ წლამდეა“,- წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში. გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და პირიდან სისხლი სდიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ამ მუხლით ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.