ტანას და თეძამის ხეობა - სიცოცხლის დაბრუნება დაცულ ლანდშაფტში

ტანას და თეძამის ხეობა - სიცოცხლის დაბრუნება დაცულ ლანდშაფტში

2 საათის წინ
კატეგორიები: სხვა ამბები
პოსტი ნახა: 60

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სოფელი ბოშური (© Mediacity)

 

ტან და თეძამის ხეობასიცოცხლის დაბრუნება

დაცულ ლანდშაფტში

 

თუ გორს რამდენიმე კილომეტრით გასცდებით, აღმოაჩენთ ადგილს, რომელიც გამორჩეულია როგორც ბუნებრივი სილამაზით, ისე კულტურული მნიშვნელობით - ეს არის ტან და თეძამის ხეობა. ფოთლოვანი ხეები აქ ნაძვისა და ფიჭვის ტყეებს ენაცვლება, რაც ხეობაში უნიკალურ კლიმატს და სასიამოვნო საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

ტან და თეძამის ხეობას 2022 წლის ბოლოს მიენიჭა დაცული ლანდშაფტის სტატუსისწორედ ასე დაიბადა ეს უნიკალური, 21 864 ჰექტარზე გადაჭიმული ბუნების საოცრება. აქ, ამ ჯადოსნურ სივრცეში, ცხოვრობს ალალი, სტუმართმოყვარე და შრომისმოყვარე ხალხი, რომლის გულებში დიდი იმედი იბადება. მათ აქვთ ყველა პოტენციალი, რომ ხეობა რეალურად იქცეს პატარა შვეიცარიადადგილად, სადაც ბუნების სილამაზე, კულტურა და თანამედროვე განვითარების გზები ერთმანეთს ერწყმის.

 

ხეობის მარგალიტები:  ახალი სიცოცხლე ძველ სოფლებში

ტან და თეძამის ხეობა მდიდარია პატარა, მაგრამ უნიკალური  სოფლებით, რომეიც აერთიანებ ისტორიას, ბუნებას და ტრადიციებს. აქ თითოეული სოფლის თუ ნასახლარის სახელწოდება ისტორიულ მოვლენებთან არის დაკავშირებული.

ტანას და თეძამის ხეობა (© Mediacity)

ხანდისი

ტყით გარშემორტყმული სოფელი ულამაზესი ხედებით. ხანდისის მე-6 საუკუნის მაცხოვრის ქვასვეტის ფრაგმენტი, რომელიც გ. ჩუბინაშვილის სახ. ისტორიის მუზეუმში ინახებოდა, ქართული ხელოვნების შედევრად არის აღიარებული.

იკვნევი და ღვედრეთი

ცნობილია ძველი ტიპის ნასახლარებით და ადრექრისტიანული ყოფის ნიშნებით. იდეალური ადგილია განტვირთვისა და კულტურულ-ისტორიული ტურიზმის მოყვარულთათვის.

დრე

სოფელი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილმა XVIII საუკუნეში მოიხსენია. იცავდა ატენს მტრის შემოსევისგან.

სიქალეთი

სოფელი, რომლის სახელიც დაკავშირებულია გიორგი სააკაძესთან. კერძოდ, სიქალეთი ხანდისთან ერთად მის საკუთრებაში შედიოდა.

ბობნევი

შემოდგომაზე და გაზაფხულზე განსაკუთრებით ლამაზია - ალპური ყვავილებით დაფარული მიდამოები ჯადოსნურ გარემოს ქმნიან. აქედან იწყება გზა ბიისის ჩანჩქერისკენ და თერმული წყლებისკენ.

ბიისი

ეკოტურისტებისთვის პოპულარული სოფელი სამკურნალო სულფიდური წყლებით. რეკომენდებულია ართროლოგიური, ნევროლოგიური და გინეკოლოგიური მიზნებისთვის.

ზემო და ქვემო ბოშური

ორად გაყოფილი სოფელი, მთის ფერდობებზე გაშლილი. ზემო ბოშური გამოირჩევა გრილი კლიმატით, ქვემო კიტრადიციული სოფლის ცხოვრებით. 

 

სოფელი, სადაც კვამლიჯერ კიდევ ამო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვახტანგ ქერდიყოშვილი (© Mediacity) 

 

ხეობის მკვიდრნი სახლებს კვამლს" ეძახიანტერმინი, რომელიც ოჯახურ ბუდეს ნიშნავს.

ვახტანგ ქერდიყოშვილი, 78 წლის (სოფ. ბობნევის მკვიდრი):

ჩემს ახალგაზრდობაში 68 კვამლი ცხოვრობდა სოფელში. წლების შემდეგ პირველად მომეცა იმედი, რომ ჩემი სოფელი კვლავ გაბრდღვიალდება. დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭება გაგვიხარდა. კვამლებსაც თუ მოვესწრები, უბედნიერესი ვიქნები.

ადგილობრივებისთვის ეს სტატუსი არა მხოლოდ გარემოს დაცვას ნიშნავს, არამედ იმედსრომ ცხოვრება ხეობაში კვლავ აღორძინდება.

 

ბოშურისოფელი, რომელიც ფრანგი მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა 

ზურაბ ბერაია (© Mediacity)

 

ბოშურის ჰაერი იმდენად უნიკალურია, რომ ფრანგი მეცნიერებიც კი დაინტერესდნენ მისი თვისებებით.

ზურაბ ბერაია  (სოფ. ბოშური):

ფრანგი მეცნიერების ჯგუფი იყო ჩამოსული ჩვენს სოფელში. ჰაერის სინჯები ბორჯომიდან, სურამიდან, ბაკურიანიდან და ბოშურიდან აიღეს. ბოშურის ჰაერი სურამს მიამსგავსეს, მხოლოდ „ბოშურული“ უფრო ზომიერად ნესტიანი აღმოჩნდა, რაც სამკურნალო თვისებებს მატებს. კარგი იქნება, თუ ამ კვლევას გააგრძელებენსოფელს რეალურად განსაკუთრებული ჰაერი აქვს.

 

რას ნიშნავს ხეობელებისთვის დაცული ლანდშაფტი?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტანას და თეძამის ხეობა (© Mediacity)

 

ტან და თეძამის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის მინიჭება არ არის მხოლოდ ფორმალური სტატუსიეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხეობას მრავალმხრივ სარგებელს მოუტანს.

ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა

ხეობა გამოირჩევა მდიდარი ეკოსისტემითფოთლოვანი ტყეები, ნაძვისა და ფიჭვის კორომები, უნიკალური კლიმატი და სამკურნალო წყლები. დაცული სტატუსი უზრუნველყოფს ამ ბუნებრივი სიმდიდრის შენარჩუნებას და ხელშეუხებლობას. ახალი სტატუსი მიზნად ისახავს გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების დაცვას. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი ბუნებისთვის, არამედ ქვეყნის ეკოლოგიური სტაბილურობისთვის.

ეკოტურიზმის განვითარება

დაცული ტერიტორია ავტომატურად ხდება მიმზიდველი ეკოტურისტებისთვის. ეს ნიშნავს ახალ ტურისტულ ბილიკებს, საოჯახო სასტუმროებს, მინი-ბაზრებს, მცირე წარმოებებს - ყველაფერი ერთად კი,  ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენას. ხეობის სოფლები უმნიშვნელოვანესია თავისი კულტურული მემკვიდრეობით. დაცული სტატუსი გაზრდის ამ სოფლებისადმი ინტერესს და ხელს შეუწყობს მათ გამოცოცხლებას

მოსახლეობის დაბრუნების სტიმული

როგორც ბაბუა ვახტანგის ამბავი გვიჩვენებს, ადგილობრივებს მტკიცედ სჯერათ, რომ დაცული ტერიტორია მათი სოფლის აღორძინების შანსია. ახალგაზრდებისთვის ეს შეიძლება გახდეს სტიმული, რომ ქალაქებიდან დაბრუნდნენ და განაახლონკვამლები“ — ოჯახური ბუდეები.

სამედიცინო ტურიზმის პოტენციალი

ბოშურის ჰაერის უნიკალური თვისებები და ბიისის სამკურნალო წყლები ქმნის ძლიერ საფუძველს სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის, რაც რეგიონს სოციალურ-ეკონომიკურ მოგებას მოუტანს.

 

სიცოცხლე ბრუნდება ხეობაშიახალი თავი ტანს და თეძამის ხეობის ისტორიაში

ტან და თეძამის ხეობა უკვე ბუნებრივი საგანძურია. დაცული ლანდშაფტის სტატუსი კი ის იურიდიული და სოციალური ბერკეტია, რომელიც ამ საგანძურის დაცვას, განვითარებას და გადარჩენას უზრუნველყოფს. ეს შანსია, ომლითაც სოფლებს ახალი სიცოცხლე, ხოლო ქვეყანასახალი ეკო-მიმზიდველი ცენტრი ეძლევა.

თამარ როსტიაშვილი

CzechAid_logo_zakladni

ეს პუბლიკაცია შექმნილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია მედიასააგენტო MediaCity და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.

 

 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე