ჭიათურაში შენობის უკანონო დემონტაჟის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჭიათურაში შენობის უკანონო დემონტაჟის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

22-11-2023 10:26
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ჭიათურაში, სოფელ რგანში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კერძო პირი სარიტუალო დარბაზში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა.

სავარაუდოდ, შენობას საყრდენი კედელი გამოაცალეს, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა და იქ მყოფი პირები მოიყოლა. ერთი მათგანი ადგილზე დაუღუპა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ადგილობრივები არიან.

პოსტი ნახა: 306


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე