🔴 სახალხო დამცველს სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების დამალვის შესახებ - ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით
📌 შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში შეისწავლოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის ნანა ჭიჭილეიშვილის მიერ ჩვენი საქმის განხილვის პროცესში გამოვლენილი გარემოებები და შეაფასოთ, დაირღვა თუ არა ჩვენი კომპანიის სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება.
ჩვენი კერძო საჩივარი ეხებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დადებული ინკასოს შეჩერებას. აღნიშნული დავა უშუალოდ უკავშირდებოდა კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასა და არსებობას.
საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გადაწყვეტილება, კანონით გათვალისწინებული ორი თვის ვადის ბოლოს, 2026 წლის 14 მაისს მიიღო, თუმცა აღნიშნული განჩინება ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს" მხოლოდ 2026 წლის 21 ივლისს გადმოგვეცა.
ამ ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ვუკავშირდებოდით სასამართლოს, ვითხოვდით ინფორმაციას საქმის მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა შედეგს ვერ მივაღწიეთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რაც მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართეთ.
მიგვაჩნია, რომ უკვე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მხარისთვის შეუტყობინებლობა, განსაკუთრებით ისეთ საქმეზე, რომელიც მოქმედი დამოუკიდებელი მედიასაშუალების არსებობას ეხებოდა, აჩენს სერიოზულ კითხვებს ეფექტიანი სასამართლო დაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით.
❎ აღნიშნულ პერიოდში სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ:
• ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" მძიმე ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზეწოლის პირობებში საქმიანობდა;
• მოქმედი ინკასო ყოველდღიურად აუარესებდა კომპანიის მდგომარეობას;
• თანამშრომლები თვეების განმავლობაში ხელფასის გარეშე მუშაობდნენ;
• კომპანია იძულებული გახდა გადასულიყო საგანგებო, შემცირებულ სამუშაო რეჟიმზე.
ასეთ ვითარებაში სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად მიუწოდებლობა არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ჩვეულებრივ პროცედურულ შეფერხებად, რადგან იგი პირდაპირ გავლენას ახდენდა ჩვენი კომპანიის შესაძლებლობაზე, დროულად დაგვეგეგმა შემდგომი სამართლებრივი და ფაქტობრივი მოქმედებები.

⭕️ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გთხოვთ:
1. შეისწავლოთ, დაირღვა თუ არა ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება;
2. შეაფასოთ, შეესაბამებოდა თუ არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მხარისთვის შეუტყობინებლობა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს;
3. საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან საქმის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მასალები, რათა დადგინდეს გადაწყვეტილების მიღების, გაფორმების, რეგისტრაციისა და მხარისთვის შეტყობინების სრული ქრონოლოგია;
4. მოგვაწოდოთ თქვენი სამართლებრივი შეფასება და მიღებული გადაწყვეტილება.

⭕️ ვფიქრობთ, აღნიშნული საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" უფლებების დაცვისთვის, არამედ მართლმსაჯულების გამჭვირვალობის, სასამართლოს ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებისთვის.
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"