ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს - ნახეთ, განახლებული ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს - ნახეთ, განახლებული ამინდის პროგნოზი

13-11-2023 07:32
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„13-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:

13 ნოემბერს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ნოემბერს შენარჩუნებული თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება, ქარიც გაძლიერდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ნოემბერს შენარჩუნებული თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13 ნოემბერს შენარჩუნებული თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13 ნოემბერს შენარჩუნებული თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 13 ნოემბერს შენარჩუნებული შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 13 ნოემბერს შენარჩუნებული შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან შესაძლოა იწვიმოს. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დედოფლისწყარო,): 13 ნოემბერს შენარჩუნებული შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 13 ნოემბერს შენარჩუნებული შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება“

პოსტი ნახა: 607


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!