„ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა“ - რამდენ ხანს შენარჩუნდება ცივი ამინდები საქართველოში

„ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა“ - რამდენ ხანს შენარჩუნდება ცივი ამინდები საქართველოში

22-01-2024 08:27
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თვის ბოლომდე, საქართველოში ამინდი გაუარესდება. მაღალმთიან რეგიონებში კი ძლიერ თოვას ელოდებიან. 

„ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერის მასები საქართველოს ტერიტორიაზე. ძლიერ თოვას ველოდებით მთიან რეგიონებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალიდან ყველგან მოთოვს, ასევე თოვლს ველოდებით დედაქალაქშიც.  24 იანვარს, შედარებით გამოიდარებს, მაგრამ ნარჩუნდება ცივი ამინდი. 

25-26-ში, კი ყინვა გაძლიერდება. 27-იდან, თვის ბოლომდე ცივი და ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება. 

ღამის საათებში, 25-26 იანვარს, შიდა ქართლში -9 გრადუსი იქნება. თბილისში და კახეთში -3 -4 გრადუსი. დღის საათებშიც ყინვა გაძლიერდება“,- გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ. 

პოსტი ნახა: 364


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!