თავდაცვის მინისტრი - რამდენიმე საათში დავიწყებთ ჯარის მობილიზებას, შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს - გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდებიც, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ

თავდაცვის მინისტრი - რამდენიმე საათში დავიწყებთ ჯარის მობილიზებას, შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს - გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდებიც, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ

04-08-2023 07:10
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას. შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს, რომლითაც ჩამოვლენ, გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ონში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას.

„გადავწყვიტეთ, სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ ჩვენი გვარდიის დანაყოფები, ასეული, ასევე დასავლეთ მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ. იცით, რომ დღეს ჩვენი გამოწვევაა გაწმენდითი სამუშაოები, რა თქმა უნდა, ჯარიც ჩაერთვება. რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას. შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს, რომლითაც ჩამოვლენ, გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.

პოსტი ნახა: 335


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!