თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა

26-08-2024 12:44

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

„სხდომაზე კომისიის წევრებს მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ მოუსმინეს. კომისიის სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი. მის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები საჯარო უწყებებიდან.

სხდომას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების − „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

კომისიისთვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: [email protected]; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 161


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე