თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება

13-09-2023 04:46
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება - სამგორის რაიონში N130 საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნება, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატება, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელებს პირველად N108 საბავშვო ბაღი მიიღებს.

მერიის ინფორმაციითვე, ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან, პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.

„აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია ახალი წესით განახორციელა, რის შედეგადაც, საჯარო ბაგა-ბაღებზე მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ და ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15 000-ზე მეტი აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული, დედაქალაქს კი, ჯამში, 188 ბაღი ემსახურება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა.

„18 სექტემბერს თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში პატარა აღსაზრდელებს საზეიმო და მხიარული ღონისძიებებით დახვდებიან“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 362


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!