თბილსში, ორბელიანის მოედანზე 20 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 18 წლის ბიჭი დააკავეს

თბილსში, ორბელიანის მოედანზე 20 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 18 წლის ბიჭი დააკავეს

26-01-2024 05:54
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

თბილისში, ორბელიანის მოედანზე 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე 18 წლის პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცვიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 20 წლის ბიჭს ცივი იარაღით სასიკდვილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 171


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!