თინა ბოკუჩავა - ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი - მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე და გამარჯვებას ელოდება

თინა ბოკუჩავა - ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი - მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე და გამარჯვებას ელოდება

13-08-2024 10:24

ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ვესაუბრები, მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი. მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე და გამარჯვებას ელოდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ხაშურში განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ადამიანები ხელისუფლების ცვლილებებისთვის ოპოზიციის ერთიანობას ითხოვენ.

„ვიყავით თელავში, დედოფლისწყაროში, ბეშუმში, ახალციხეში, წალენჯიხაში. წყალტუბოში, დღეს ხაშურში ვართ. მინდა გითხრათ, რომ ყველგან, სადაც მივდივართ, ადამიანები ცვლილებებისთვის ოპოზიციის ერთიანობას ითხოვენ. ასევე, ერთიანობას ითხოვენ გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ.

ერთიანობით საქართველოს მართლა ყველაფერი შეუძლია, ეს აჩვენა ჩვენმა ისტორიამ და ეს უნდა ვაჩვენოთ, მათ შორის ჩვენი მომავლით. ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ვესაუბრები, მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი. მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე და გამარჯვებას ელოდება. მან ძალიან კარგად იცის, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ კორუფციას, სიღარიბეს, რაც ივანიშვილის „კლანურმა“ და კორუმპირებულმა მმართველობამ ამ ქვეყნისთვის მოიტანა. ერთიანობით დავამარცხებთ გაზრდილ ფასებს, ადამიანები იძულებით ემიგრაციაში რომ გარბიან, ოჯახები გახლეჩილია, ახალგაზრდები მიდიან, მოხუცებს პენსია არ ჰყოფნით. ჩვენ შეგვიძლია ერთიანობით ეს ყველაფერი დავასრულოთ და ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დავუბრუნოთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პოსტი ნახა: 92


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!