თითო ბავშვისთვის 200 ლარი გაიცემა – ბიუჯეტი

თითო ბავშვისთვის 200 ლარი გაიცემა – ბიუჯეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ბავშვის შეძენის შემთხვევაში.

განსაზღვრულია, ოჯახების სოციალური დახმარება

დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში

დახმარება გაეწევა იმ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე და მომდევნო შვილი, ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის არმქონე მშობლებს ბავშვის შეძენისას.

აღსანიშნავია, რომ დახმარება გაიცემა 2023 წელს დაბადებულ ბავშვებზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. სუბსიდიის გაცემის აუცილებელი პირობაა ის, რომ ორივე მშობელი რეგისტრირებული უნდა იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა

წარადგინოს:

ა) ორივე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

დ) ორივე მშობლის სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრიდან

პოსტი ნახა: 1087


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!