თუშეთში გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა

თუშეთში გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა

18-08-2024 06:59
პოსტი ნახა: 264

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მათ მემორიალურ სვეტთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის გმირობა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას” , - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე